თქვენ გიკავშირდებიან,

ჩვენ ვპასუხობთ

საკონტაქტო ცენტრი 24/7 მომსახურებით

რა შეგვიძლია?

ჩვენი სერვისები

ქოლ ცენტრის აუთსორსი
ქოლ-ცენტრი

ქოლ-ცენტრის აუთსორსი დაგეხმარებათ შეამციროთ ლოდინის დრო და გამოტოვებული ზარების რაოდენობა.

სოციალური მედიის აუთსორს ოპერატორი
სოციალური მედია

Facebook, Instagram, Linkedin ან სხვა ქსელის მომხმარებლების შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი.

ონლაინ მაღაზიის შტყობინებების აუთსორსი
ონლაინ მაღაზია

24/7 დახმარება დაუსრულებელი შეკვეთებისა და “მიტოვებული კალათის” შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

ლაივ ჩათი აუთსორსი
ლაივ ჩათი

თუ ჩათში მომხმარებელს 40 წამზე მეტს ალოდინებთ, მაშინ ის ტოვებს ჩათს. ონლაინ ჩათის აუთსორსი დაგეხმარებათ მათ შენარჩუნებაში.

ზარების გადამისამართება
გადამისამართება

შემომავალი მეილების, ზარების და შეტყობინებების იდენტიფიცირება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

ბაზრის კვლევა აუთსორს კომპანიის მიერ
ბაზრის კვლევა

მარკეტინგული კვლევა, მომხმარებელთა გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარის შესაბამისად.

მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვა ზარებით
კმაყოფილების გაზომვა

არსებული მომხმარებლების კმაყოფილების გაზომვა, მიღებული სერვისის ან პროდუქტის შეფასება.

ქოლ-ცენტრის ვირტუალური მდივანი
ვირტუალური მდივანი

შეხვედრების ჩანიშვნა, გაუქმება, შეკვეთების მონიტორინგი და ზარების გადამისამართება.

აუთსორს ქოლ ცენტრის ტელეფონები
ქოლ-ცენტრის ოპერატორის დახმარება
და თქვენ რა გჭირდებათ?

მოგვიყევით და ვეცდებით თქვენზე მორგებული სერვისი შემოგთავაზოთ

როგორ ვიმუშაოთ ერთად?

ინტეგრაციის 4 ეტაპი

1. გაცნობა

ვეცნობით თქვენს მოთხოვნებს და გთავაზობთ შესაბამის სერვისებს

2. დაგეგმვა

ერთად განვიხილავთ და ვთანხმდებით კომუნიკაციის ფორმაზე. ვწერთ FAQ პასუხებს და მზა სკრიპტებს

3. ტრენინგი

ვატრენინგებთ ჩვენს გუნდს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ თქვენს მომხმარებლებს

4. ჩართვა

მორჩა! თქვენი მესიჯები და ზარები საიმედო ხელშია

შეფასებები

რას ამბობენ ჩვენზე

როგორც სტარტაპს გვინდოდა მომხმარებელთან კომუნიკაცია არ დაგვეკარგა, მაგრამ კითხვების უმეტესობა რუტინული იყო და დიდ დროს გვართმევდა.

ამ ხალხის დახმარებით მხოლოდ მნიშვნელოვანი 5% მოდის ჩვენამდე, დანარჩენი ჩვენი ჩარევის გარეშე გვარდება. კიდევ ერთხელ მადლობა!

სანდრო

დამფუძნებელი, Millow

თქვენი კომპანია მაშინ აღმოვაჩინეთ, როცა ვეღარ ვუმკლავდებოდით მომხმარებლების გაზრდილ რაოდენობას. მოგვიანებით მივხვდით რომ მომხმარებელთა კომუნიკაციის აუთსორსზე გატანამ გადაგვარჩინა და თქვენი იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს.

ბარბარე

CEO, CocoPie

თქვენი დახმარებით საერთაშორისო ბაზარზე ისე გავედით და დღემდე ისე ვმუშაობთ, რომ უცხოენოვანი ოპერატორის ძებნაც კი არ დაგვჭირდა.

სალომე

ზრდის მენეჯერი, SnapyPay

შიდა ქოლ-ცენტრის აწყობამ დიდი დრო და ბიუჯეტი წაგვართვა. თქვენთან თანამშრომლობით მივიღეთ საუკეთესო ხარისხი ნაკლებ ფასად.

P.S. თქვენი რეპორტების კითხვა ცალკე სიამოვნებაა! მადლობა თქვენს გუნდს.

ანი

CMO, რითეილ ჯგუფი

შეავსეთ და მიიღეთ ტარიფი


უცებ-უცებ კითხვები

რა არის მომხმარებელთა მხარდაჭერა?

მომხმარებელთა მხარდაჭერა არის სერვისების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია დახმარება გაუწიოს მომხმარებელს, როდესაც ის ყიდულობს პროდუქტს ან იყენებს სერვისს.

რა ღირს მხარდაჭერის აუთსორსი?

ღირებულების დაანგარიშების დროს ვითვალისწინებთ თქვენი შეტყობინებების რაოდენობას, სერვისის სირთულეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ზომას, რომელიც თქვენს მომხმარებელს მოემსახურება

რატომ აკეთებენ კომპანიები მხარდაჭერის აუთსორსს?

საკონტაქტო ცენტრის აუთსორსი არის სწრაფი და ბიუჯეტური გზა, რომლითაც მომხმარებელს შეგიძლიათ შესთავაზოთ ისეთი ტოპ ხარისხის გამოცდილება, რომელსაც თქვენით მხოლოდ რამდენიმე წლიანი მუშაობის და დიდი რესურსის დახარჯვის შემდეგ შესთავაზებდით.

რა პლიუსები აქვს აუთსორსს?

აუთსორსინგი ეხმარება ბიზნესებს რომ გამოითავისუფლონ დრო და რესურსი, რომელსაც დაუთმობენ საკუთარი პროდუქტის განვითარებას და არა საკონტაქტო ოპერატორების აყვანას, ტრენინგს და პროგრამულ უზრუნველყოფას.

ამასთანავე, აუთსორსინგი გაცილებით იაფია ვიდრე ბიზნესის შიგნით ქოლ-ცენტრის და საკონტაქტო ცენტრის აწყობა და შენარჩუნება.

როგორ ხდება საკონტაქტო ცენტრის აუთსორსი?

საკონტაქტო ცენტრის აუთსორსისთვის საჭიროა შეავსოთ ზემოთ მითითებული ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი უსწრაფესად დაგიკავშირდებათ.

მზად ვართ გიპასუხოთ

დაგვიკავშირდით, ჩვენ ყველგან ვართ.

დაგვიკავშირდი

ჩვენ ყველგან ვართ